თეგი: Atlantic Resolve

ჯო ბაიდენმა პენტაგონს ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტის გაგზავნის უფლება მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პენტაგონს უფლება მისცა, ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტი გააგზავნოს. რეზერვისტები ოპერაცია Atlantic Resolve-ში ჩაერთვებიან, რომელიც NATO-სა და მის აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს. აღმასრულებელი ბრძანება Atlantic Resolve-ს ასევე განსაზღვრავს, როგორც საგანგებო ოპერაციას, რომელიც რეზერვისტებს იგივე პრივილეგიას ანიჭებს, რასაც მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს. აშშ-ის ევროპაში 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განლაგებული. მათი რაოდენობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის (DoD) მითითებით, შეერთებული შტატების ევროპული სარდლობა (USEUCOM) ემზადება, რომ ოპერაცია Atlantic Resolve-ის (OAR) მხარდასაჭერად, NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისადმი შეერთებული შტატების ერთგულების გასაგრძელებლად, ახალი უფლებამოსილებები გამოიყენოს. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის ევროპული სარდლობის სპიკერი, აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი ბილ სფიქსი ავრცელებს. სპიკერის განმარტებით, უფლებამოსილებები უზრუნველყოფს გრძელვადიან გამძლეობას, USEUCOM-ის წარმომადგენლობისა და ოპერაციების გაზრდილ დონეზე. ბილ სფიქსის თქმით, ახალი უფლებამოსილება არ შეცვლის ევროპაში არსებულ ძალთა პოზიციონირების დონეს. „ოპერაცია Atlantic Resolve-ი აშშ-ის ერთგულების მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ.“ „ის დამატებით უზრუნველყოფს USEUCOM-ს უფრო მეტ მოქნილობას აშშ-სა და მოკავშირეების მიერ ევროატლანტიკური ტერიტორიის დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებების მხარდასაჭერად და საშუალებას გვაძლევს, ძირითადი უფლებებით უზრუნველვყოთ ის ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ვალდებულებებს“, - ნათქვამია სპიკერის განცხადებაში. თავის მხრივ, თეთრი სახლი ავრცელებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომლის თანახმად, აუცილებელია შეერთებული შტატების აქტიური შეიარაღებული ძალების გაძლიერება ოპერაცია Atlantic Resolve-ის ეფექტიანი ჩატარებისთვის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში და მის გარშემო. „2014 წლის აპრილიდან აშშ-ის არმია ევროპასა და აფრიკაში, Atlantic Resolve-ის სახმელეთო ძალისხმევას ხელმძღვანელობს. Atlantic Resolve უზრუნველყოფს ევროპაში სანდო საბრძოლო ძალების როტაციულ განლაგებას, რათა აჩვენოს ჩვენი ერთგულება NATO-ს მიმართ, მზადყოფნის გაზრდის, თავსებადობის გაზრდისა და მოკავშირე და პარტნიორ სამხედროებს შორის კავშირების გაძლიერების მიზნით“, - ნათქვამია Atlantic Resolve-თან დაკავშირებით USEUCOM-ის შეფასებაში. პენტაგონმა შესაძლოა, რუსეთის შეკავებისთვის 3000-მდე რეზერვისტი გაააქტიუროს - WP

პენტაგონმა შესაძლოა, რუსეთის შეკავებისთვის 3000-მდე რეზერვისტი გაააქტიუროს - WP

ბაიდენმა ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმად, ოპერაცია Atlantic Resolve-ს საგანგებო ოპერაცია ეწოდა, ხოლო აშშ-ის ევროპულ სარდლობას (EUCOM) ახალი უფლებამოსილებები მიენიჭა, მათ შორის - 3000 რეზერვისტის გამოძახების შესაძლებლობა ევროპაში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერებისთვის. კერძოდ, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა განმარტა, რომ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ევროპაში ოპერაცია Atlantic Resolve-ის, 3000 რეზერვისტით გაძლიერებას გულისხმობს. მისივე თქმით, ოპერაცია Atlantic Resolve, რომელიც უზრუნველყოფს საბრძოლო სანდო ძალებს ევროპაში, საგანგებო ოპერაციად გარდაიქმნება. აშშ ოპერაცია Atlantic Resolve-ისთვის დამატებით ძალებს ააქტიურებს „ეს ქმედება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისადმი აშშ-ის ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე,“ - განაცხადა სიმსმა. თავის მხრივ, პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განმარტა, რომ ეს ნაბიჯი გააქტიურებულ რეზერვისტებს იგივე სარგებელს მოუტანს, როგორც მოქმედ ჯარებს და კონტრაქტებს დააჩქარებს. Atlantic Resolve - ეს არის ოპერაცია, რომელმაც 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის საპასუხოდ, ევროპაში აშშ-ის ჯარების პოზიცია გააძლიერა. ჯერ უცნობია, როდის ან თუნდაც გაგზავნის თუ არა თავდაცვის დეპარტამენტი დამატებით რეზერვს ევროპაში ახალი უფლებამოსილებით, რაზეც ბაიდენი განცხადებაში მიუთითებდა. Washington Post-ის თანახმად, პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი არ გაზრდის ევროპაში აშშ-ის ჯარების საერთო დონეს, რომელიც ახლა დაახლოებით 80,000-ს შეადგენს, მაგრამ პოტენციურად შეცვლის მის შემადგენლობას მეთაურებისთვის დამატებითი რეზერვისტების განლაგების საშუალების მიცემითთ. ოფიციალური პირების თქმით, დანაყოფები, რომლებიც განლაგდებიან, ჯერ არ არის იდენტიფიცირებული. „ეს უფლებამოსილება საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, შეინარჩუნოს გაძლიერებული ამერიკული ყოფნა საზღვარგარეთ და უკეთ დაუჭიროს მას მხარი“, -  განმარტავენ პენტაგონში. აშშ-ის ევროპული სარდლობის სპიკერი (EUCOM), კაპიტანი ბილ სფიქსი ამბობს, რომ სარდლობა ემზადება, გამოიყენოს ახალი უფლებამოსილება „გრძელვადიანი გამძლეობის უზრუნველსაყოფად“ USEUCOM-ის ყოფნისა და ოპერაციების გაზრდილ დონეზე". ვაშინგტონის მხრიდან ხსენებული ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების დახმარებას აფართოებს. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეჭრის შემდეგ, აშშ-ის მიერ გაღებულმა უსაფრთხოების დახმარებამ 41 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, კასეტური საბრძოლო მასალისა და სხვა იარაღის ჩათვლით.